ტურისტები მარსზე პირველ სელფს 2024 წელს გადაიღებენ.
კოსმოსური სააგენტოს SPacex-ის დამაარსებელმა ელონ მასკმა დააანონსა, რომ წითელ პლანეტაზე პირველ ხომალდს სულ რაღაც 5 წელიწადში გაგზავნის.
სპეციალისტები გეგმავენ, რომ მარსზე პირველი ხომალდი 2022 წელს გაუშვან, რათა იქაური გარემო უკეთ შეისწავლონ. 2024 წლისთვის კი პლანეტაზე პირველ ვიზიტორებსაც მიავლენენ. მსურველების შერჩევა უახლოეს მომავალში დაიწყება.