LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურისტმა ვენას 60 წლის წინ მოპარული თავის ქალა დაუბრუნა

107
d0967560-b647-11f0-ba75-093eca1a

ვენის წმინდა სტეფანეს ტაძარში 60 წლის წინ ტურისტის მიერ მოპარული თავის ქალა დაბრუნდა. როგორც გაირკვა, მამაკაცმა, რომელიც ტაძარში ექსკურსიაზე იმყოფებოდა, კატაკომბებიდან თავის ქალა მოიპარა და ახლა, ამდენი წლის შემდეგ, მომხდარის მონანიება გადაწყვიტა.

BBC-ის ინფორმაციით, მოპარული ნივთი ტაძრის არქიეპისკოპოსმა იპოვა და მას თან წერილიც ახლდა. გზავნილში მამაკაცი წერდა, რომ ახალგაზრდობის შეცდომას ნანობდა და სურდა „თავისი თავისთვის ეპატიებინა“. წერილში ავტორის ვინაობა არ იყო მითითებული, თუმცა საფოსტო ნიშნიდან დადგინდა, რომ ის ახლა გერმანიის ჩრდილოეთში ცხოვრობს.
არქიეპისკოპოსის თქმით, ამ საქციელმა იგი ძალიან ააღელვა -„ ამ ადამიანმა მოინანია თავისი ახალგაზრდული უგუნურება და გარდაცვლილთა მიმართ პატივისცემა გამოავლინა“.

გაირკვა, რომ თავის ქალის მფლობელის ვინაობის დადგენა შეუძლებელია, რადგან კატაკომბებში არსებული ნეშტების უმეტესობა XVIII საუკუნემდე არსებული ძველი სასაფლაოდანაა და მათი ისტორია დაკარგულია. ტაძრის მღვდელმა აღნიშნა, რომ „ადამიანმა, ვისაც ეს თავის ქალა ეკუთვნოდა, ბოლოს და ბოლოს იპოვა თავისი სამუდამო განსასვენებელი“.

საინტერესოა, რომ ცოტა ხნის წინ მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა საბერძნეთშიც – ტურისტმა, 60 წლის შემდეგ, ტაძრიდან მოპარული ძველი სვეტი სახელმწიფოს დაუბრუნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები