ტურიზმის სექტორში მომუშავე ორგანიზაციების ინიციატივით „საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი“ (GTIA) დაფუძნდა. ინიციატივის მხარდამჭერია USAID – ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა (The USAID Economic Governance Program).
„საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი“ (GTIA) არის ტურიზმის ეროვნული ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს ტურიზმის იდენტურობის პოპულარიზაციის განვითარებისა და კერძო სექტორში რეპუტაციის გაღრმავების მიზნით. მისია ასევე გულისხმობს სფეროს განვითარების საერთო სტრატეგიის დაგეგმვასა და განხორციელებას, სარეკლამო და ცნობადობის ასამაღლებელი ღონისძიებების შეთავაზებასა და ორგანიზებას, რაც წარმოადგენს ქვეყანაში თუ მის გარეთ არსებული ტურიზმის სუბიექტების საერთო ინტერესს, ასევე, მთავარი მიზანი საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა, ხარისხის ზრდა და სფეროს განვითარებაა.
ალიანსის წევრები არიან: საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია; ეკო ტურიზმის ასოციაცია; სასტუმროების და რესტორნების ფედერაცია; საქართველოს გიდების ასოციაცია; გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაცია; საქართველოს ტურიზმის ასოციაცია; ბიზნეს ტურიზმის ასოციაცია; საქართველოს ფერმერთა ასოციაცია; საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორტა ასოციაცია; ტურიზმის ინსტიტუტი; საქართველოს ტურიზმის კავშირი; საქართველოს სერთიფიცირებული გიდების ასოციაცია; საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია; საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია. ეს ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ ერთიანი ძალებით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და განვითარება ნამდვილად შესაძლებელია.
