LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურიზმი და ეკონომიკის აღდგენა: საერთაშორისო პარტნიორებთან პოსტკრიზისულ საკითხებზე ვიდეოშეხვედრა გაიმართა

93
95759519-1675563359248228-8247993025586790400-o

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ვიცე-პრემიერი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ. შეხვედრა ვიდეოკონფერენციის ფორმატში მიმდინარეობდა, სადაც მონაწილეებმა covid-19-თან ბრძოლის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მაია ცქიტიშვილის განმარტებით, შეხვედრაზე საუბარი იყო ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გათვალისწინებულ პირობებზე, რომელიც ასევე პოსტკრიზისულ ეტაპსაც მოიცავს. ცქიტიშვილი აცხადებს, რომ მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი თემა ტურიზმი და ამ მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებები იყო.

„დონორებთან გვქონდა დისკუსია ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ პაკეტებზე, ასევე უახლოესი მომავლის გეგმებზე, მათ შორის პოსტკრიზისული მიმართულებით და ეკონომიკის გახსნის შემდგომ ეტაპებთან დაკავშირებით. საერთაშორისო პარტნიორებთან გვაქვს ძალიან აქტიური დიალოგი, ღია დისკუსია იმაზე, რა სახის რეფორმების გატარებაა შესაძლებელი, რა ტიპის მხარდაჭერა შეუძლიათ მათ შემდგომში, მათ შორის ეკონომიკის მიმართულებით, როგორც მცირე და საშუალო კომპანიების დახმარების ნაწილში, ასევე სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერის კუთხით. განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო ტურიზმი. ჩვენ ყოველთვის ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ შევიმუშაოთ დახმარების კიდევ უფრო ეფექტური მექანიზმები და მათი მხარდაჭერით მაქსიმალურად ეფექტურ პროგრამებს ვთავაზობთ ჩვენს საზოგადოებას” – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შეხვედრის მიზანს განმარტავს და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებს მიეწოდოთ ის ინფორმაცია სწორად, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს.

“ვისაუბრეთ ეკონომიკური აღდგენის გეგმაზე, შეზღუდვების მოხსნის საკითხებსა და დამატებით საჭიროებებზე, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს დონორებისგან. მსგავსი შეხვედრები ჩვენ უკვე გავმართეთ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სახალხო დამცველის ოფისთან და მუდმივ რეჟიმში ვაგრძელებთ ჩვენი პარტნიორების ინფორმირებას” – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

ინფორმაცია, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია საკუთარ გვერდზე ავრცელებს, წერია მხარეების შეთანხმებაზე – დამატებითი მხარდაჭერის დროულად მიღების მიზნით. აქვე განმარტებულია, რომ  მთავრობის მიერ წარდგენილ საჭიროებებზე, ყველა საერთაშორისო პარტნიორთან ინდივიდუალურად და თემატურად მუშაობა მომავალშიც  გაგრძელდება.
​შეხვედრის მთავარი მონაწილეები იყვნენ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელი პიტერ ვიბლერი და გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი.

პოპულალურები