LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 78%-ით შეგვიმცირდა

84
Sardinia-beach-charges-tourists-1203999

გასულ წელთან შედარებით, 8 თვის მონაცემებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 78 პროცენტითაა შემცირებული, რაც დაახლოებით 1,8 მილიარდ დოლარიან კლებას ნიშნავს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ, პარლამენტში მიმდინარე წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მიმოხილვისას განაცხადა.

“ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო ტურიზმის სექტორმა. შესაბამისად, ტურიზმში შემოსავლები არის მნიშვნელოვნად შემცირებული. ჩვენ გვქონდა 6 თვეში 456 მილიონი დოლარი სულ ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი. 8 თვეში ეს მაჩვენებელი შეადგენს 483 მილიონ დოლარს. 78 პროცენტითაა შემცირებული გასული წლის 8 თვის მაჩვენებელთან შედარებით და საკმაოდ დიდი მოცულობით, 1,8 მილიარდ დოლარამდეა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები შემცირებული. შემცირება თითქმის არაა ფულადი გზავნილების ნაწილში. 6 თვეში იყო 662 მილიონი დოლარი და დაახლოებით 5 %-იანი შემცირება იყო, 7 თვეში გზავნილების ოდენობა იყო 829 მილიონი დოლარი ანუ შემცირება იყო 0.4 პროცენტით მხოლოდ”, – განაცხადა კაკაურიძემ.

მისივე განცხადებით, მიმდინარე წელს გასული წლის 8 თვესთან შედარებით, საგადასახადო შემოსავლებში 330 მილიონ ლარამდე დანაკლისია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g