მეხიკო, მარაქეში, ბალი და სხვა ქალაქები – თურქეთის ფლაგმანი ავიაკომპანია ფრენების არეალს აფართოებს. Turkish Airlines-მა 2019 წელს 7 ახალი მიმართულების დამატება დაანონსა.
არსებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 21 აგვისტოდან თურქული ავიაკომპანია ავიამიმოსვლას სტამბოლიდან მექსიკის მიმართულებით იწყებს. კერძოდ ფრენები სტამბოლი-მეხიკო-კანკუნის (მექსიკა) მარშრუტზე განახორციელდება.
რაც შეეხება დანარჩენ მიმართულებებს, რომლებსაც მიმდინარე წელს Turkish Airlines ასევე დაამატებს, ესენია: როვანიემი (ფინეთი), ბალი, შარჯა, მარაქეში, პორტ-სუდანი და ლუქსორი.
აღსანიშნავია, რომ ახალი მიმართულებები თურქულმა ავიაკომპანიამ გასულ, 2018 წელსაც დაამატა და ჯამში მსოფლიოს მასშტაბით 306 მიმართულებით იფრინა.
შეგახსენებთ, თურქული ავიაკომპანია ჩვენს ქვეყანაში 1997 წლიდან დაფრინავს. ჯამში, საქართველოდან სტამბოლის გავლით, შესაძლებელია 300-ზე მეტი მიმართულებით გაფრენა.