კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთის ფლაგმანმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა (THY) რეგულარული რეისების დაწყების თარიღი კიდევ ერთხელ გადაწია. ამჯერად, ავიაკომპანიის ინფორმაციით, ის შიდა და საერთაშორისო რეისებზე ოპერირებას 28 მაისიდან შეუდგება. წინა პროგნოზით კი, Turkish Airlines საქმიანობის განახლებას 20 მაისიდან გეგმავდა.
არსებული ინფორმაციით, ავიაკომპანიის გადაწყვეტილება კავშირშია თურქეთის მთავრობის რეკომენდაციებთან, რომელსაც სურს, რომ COVID-19-ის გავრცელების მაჩვენებლები მინიმუმამდე იყოს დასული.
შეგახსენებთ, ცნობილი თურქული ავიაკომპანია ჩვენს ქვეყანაში 1997 წლიდან დაფრინავს. ჯამში, საქართველოდან სტამბოლის გავლით, შესაძლებელია 300-ზე მეტი მიმართულებით გაფრენა.