ავიაკომპანიამ Turkish Airlines შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილი ლაუნჯი (Pet Lounge) გახსნა.

ეს სპეციალური ტერიტორია სტამბოლის აეროპორტში მდებარეობს, 250 კვადრატულ მეტრს მოიცავს და აღჭურვილია იზოლირებული ოთახებითა და გარე ტერასით. აქ 32 ძაღლის, 36 კატის და 10 ფრინველის ერთდროულად მოთავსებაა შესაძლებელი.

შინაური ცხოველების ლაუნჯში უზრუნველყოფილია 24 საათიანი ვეტერინარული მომსახურება.

აღნიშნული პროექტი შინაური ცხოველების ბორტზე აყვანამდე კომფორტულად ყოფნისთვის შემუშავდა.
