LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თურმე, ამხელა გადატრიალება იგეგმებოდა და სათავეში მსოფლიო ბანი და ყოფილი გენერალური პროკურორი ედგა… პროპაგანდა ეშლებათ, ძნელია მათი მომხრეებიც კი დააჯერო, რომ ფულის და იარაღის გარეშე რეჟიმი ემხობოდა“ – ნადირაძე 4 ოქტომბრის მოვლენებზე

115
ირაკლი ნადირაძე

„ხან ავტომატები ამოიღეს და ვერცერთი მტკიცებულება ვერ წამოადგინეს. თურმე, ახმელა გადატრიალება იგეგმებოდა და ამას სათავეში მსოფლიო ბანი და ყოფილი გენერალური პროკურორი ედგა“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

როგორც 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებითა დაკავებულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, ვიდეო, რომელიც პროკურატურას მის წინააღმდეგ აქვს წარმოდგენილი, არანაირ დანაშაულს არ ადასტურებს:

„ყველას მოგესლამებით, შობა-ახალ წელს გილოცავთ. ვიდეოები ვნახეთ, ორი ეპიზოდი იყო, სადაც ვამბობ, რომ სუს-ი ცდილობს გეგმა იპოვოს, მაგრამ გეგმა არ არსებობს-მეთქი. ხან ჰეგსოგენი, ხან ავტომატები ამოიღეს და ვერცერთი მტკიცებულება ვერ წამოადგინეს. თურმე, ახმელა გადატრიალება იგეგმებოდა და ამას სათავეში მსოფლიო ბანი და ყოფილი გენერალური პროკურორი ედგა. პროპაგანდა ეშლებათ, ძნელია მათი მომხრეებიც კი დააჯერო, რომ ფულის, იარაღის, ასაფეთქებლების, მოძალადეების, ჯგუფის გარეშე დიქტატურული რეჟიმი ემხობოდა და ახლა დამტებით რაღაცები შემოაქვთ, რომ აქ ძალადობრივი იყო რაღაც და ხელისუფლებაში ასე ცდილობდნენ მოსვლასო.

ჩემი მოტივი კარგად ავხსენი, ყველა აქციაზე ვიყავი და ვიქნები, რადგან არ მინდა ჩვენი ქვეყნის გადაწყვეტილებები აშხაბადში, პუტინთან მიიღებოდეს. რაც არ უნდა იყოს, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენი ქვეყნის ბედი აშხაბადში არ წყდებოდეს. რაც შეეხება იმ ვიდეოს, როცა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ჩავედით, 4-ში, ღობე გადანგრეული იყო… ეს ადამიანები აქ გავიცანი და არც ერთი მტკიცებულება რომ ამ ადამიანეთან კავშირი იყო, არ არსებობს, ისინი ტყუილად არიან დაჭერილები… იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, როგორც რიგითი ადამიანისთვის, როგორც თქვენ ამბობთ, ორგანიზატორისთვის, ჩემთვის, წარმოუდგენელი იყო, ეს ადამიანები დაეჭირათ და მე დავრჩნეილიყავი ისე. ქვეყანაში დიქტატურაა დამყარებული, ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავთ და ვართ რუსეთში. ახლა ერთოანობა გვჭირდებ, 2 წელს მომცემენ თუ 9 წელს, გავაგრძელებთ ევროპული მომავლისთვის ბრძოლას…

თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ, ეს ვიდეობი არანაირ დანაშაულს არ ადასტურებს, ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, არაფრის შეგეშინდეთ, ბრძოლა ბოლომდე, ცეცხლი ოლიგარქიას”,- განაცხადა ნადირაძემ.

მურთაზ ზოდელავა: „4-მა ოქტომბერმა ბევრი მითი შეიძინა, სახელისუფლებო მითმა კი კიდევ ერთი ადამიანი, ბაჩო ახალაიაც შეიწირა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს“

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების საქმის განხილვა მიმდინარეობს.

ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურორი 4 ოქტომბრის მოვლენებზე: „მოწმეთა ჩვენებებია, რომელთაც ფიზიკური ტკივილი განიცადეს ბრალდებულთა ქმედებებით – ბრალდებულები ფაქტობრივ გარემოებებს არ უარყოფდნენ, თუმცა, ამბობდნენ, რომ პატრიოტული მოტივით ჩაიდინეს“

პაატა მანჯგალაძე: „არანაირი ორგანიზებული ჯგუფი არ ვიყავით, სურათის გადაღების გარდა არაფერი გვაკავშირებდა, არც ერთ ნაწილში არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ – ყოველთვის ვამბობდი, რომ მხარს ვუჭერდი აქციას, მაგრამ არ ვარ ორგანიზატორი“

იქნებ ვეღირსოთ ევროკავშირის ელჩის ერთ განცხადებას მაინც – თუ პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივ შტურმს არ დაგმობს, ის მაინც თქვას, რომ ეს ძალადობრივი შტურმი ევროპული საქციელი არ არის…“: პაპუაშვილი 4 ოქტომბერზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g