LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თურმე ბევრი გარბის შსს-დან, ზოგი მექსიკით, ზოგი კატარღით, ზოგი წყალქვეშა გემებით, საიდან რას იგონებენ ეს ადამიანები“ – გომელაური

153
BeFunky-collage

„თურმე ბევრი გარბის, ზოგი მექსიკით, ზოგი კატარღით, ზოგი წყალქვეშა გემებით, საიდან რას იგონებენ ეს ადამიანები – შინაგან საქმეთა სამინისტროში 39 ათას კაცამდე ვართ და წლიურად 2000 ადამიანი წავიდეს და ახალი მივიღოთ, ეს პრობლემას არ წარმოადგენს“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მან გასული ორი წლის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროდან წასული თანამშრომლების სტატისტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2023 წელს 2965 თანამშრომელი დაითხოვეს, 2909 კი ახალი მიიღეს.

„ძალიან ბევრი ადამიანი ტოვებს [უწყებას], თურმე გარბის, ზოგი მექსიკით გარბის, ზოგი კატარღით, ზოგი წყალქვეშა გემებით – საიდან რას იგონებენ ეს ადამიანები, არ ვიცი. შინაგან საქმეთა სამინისტროში 40 ათასი ადამიანი ვართ. ძალიან ბევრი პოლიციელი გვყავს. სტატისტიკას მოგიყვანთ – 2023 წელს იყო 2965 დათხოვნილი თანამშრომელი იყო და 2909 ახალი თანამშრომელი მივიღეთ. 2022 წელს 4000 ადამიანი წავიდა, 3200 ადამიანი მივიღეთ. ცოცხალი ორგანიზმია.

ყველა გარბის და ტოვებს, ამაში ნამდვილად ვერ დავეთანხმებით ქალბატონ ხატიას [დეკანოიძეს]. ზოგი სხვა უწყებაში გადადის, ზოგი სახლში მიდის. ახლებიც მოდიან. 39 ათას კაცამდე ვართ და წლიურად 2000 ადამიანი წავიდეს და ახალი მივიღოთ, ეს პრობლემას არ წარმოადგენს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ცნობისთვის, კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე ირაკლი კობახიძის მინისტრთა კაბინეტის მომავალი წევრები დილიდან პარლამენტში სამთავრობო პროგრამას წარადგენენ.

მინისტრთა კაბინეტში ცვლილება მხოლოდ თავდაცვის მინისტრს შეეხო. ჯუანშერ ბურჭულაძეს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის.

„საამაყო და საიმედოა, რომ თავდაცვის ძალების განვითარებისათვის ვიმუშავებ უაღრესად გამოცდილ, ღირსეულ და პატრიოტ ადამიანებთან ერთად“ – ირაკლი ჩიქოვანი

„კაცი ვერაფერს ვერ იტყვის, მხოლოდ კარგს. სუფთა კაცური კაცია, გაიხარე“ – ინჯია ჩიქოვანზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები