LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თურმე მიშას ვუღალატე, თურმე მელიას ფანი ვარ, თურმე უკრაინაში უპასუხისმგებლობას ვემალები…ნამდვილად არ ვაპირებ უპასუხოდ დავტოვო ეს სიბინძურეები“: რას წერს კობა ხაბაზი

155
ფა

„ნამდვილად არ ვაპირებ უპასუხოდ დავტოვო ეს სიბინძურეები,“ – ამის შესახებ კობა ხაბაზი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხაბაზი აღნიშნავს, ბრალდებებს რაც მისი მისამართით ისმის, სათითაოდ გასცემს პასუხს.

„ნამდვილად არ მეცალა, 2 დღით ფბ სივრციდან გასული ვიყავი, დღეს დავბრუნდი და საოცრებავ…

1. თურმე მიშას ვუღალატე;

2. თურმე უკრაინაში უპასუხისმგებლობას ვემალები;

3. თურმე ლელოში გადავდივარ;

4.თურმე მიშას ბანერი ჩემი თანხმობით აიღეს

4. თურმე მელიას ფანი ვარ,

5. თურმე ნაკაწრი რომ არ მაქვს, ესეიგი არ ვომობ…

6. თურმე ბევრმა ფულმა გამაფუჭა.

მოკლედ ქოცებს გადაასწრეს ქოცობაში.

დღეს დავისვენო მინდა, ცოტა გამოვიძინო და ხვალიდან ავადმყოფთა ამ ავადმყოფურ ბრალდებებს პასუხს სათითაოდ გავცემ. არა, ნამდვილად არ მაქვს იმედი ბრალდებების ავტორები რამეს შეიგნებენ, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ უპასუხოდ დავტოვო ეს სიბინძურეები.

ვაღიარებ გული დამწყდა ბევრ ზონელზე, ვინც წაიკითხა და ხმა არ ამოიღო, სხვა თუ არა, თქვენ ხომ მაინც მიცნობთ…
ერთადერთი, რასაც არ ვუპასუხებ, არის როცა მადანაშაულებენ ადრე მხოლოდ პოლიტსაბჭოში რომ ვკამათობდი და არა საჯაროდ. არ ვუპასუხებ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს საყვედური თუ კრიტიკა სიმართლეა და ამას გულწრფელად ვნანობ, ეს მე თვითონ ავღნიშნე ჩემს წინა პოსტში,” – წერს კობა ხაბაზი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები