LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურნავა: მესტია იმდენად კარგად ვითარდება ტურისტული თვალსაზრისით, არალეგალური მაინინგი საჭირო არაა

134
ipiccy-image

ეკონომიკის მინისტრი სვანეთში კრიპტოვალუტების არალეგალური წარმოების საკითხს ეხმაურება.

როგორც ცნობილია, ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარების ფონზე, ადგილობრივ მოსახლეობას კრიპტოვალუტების ე.წ. მაინერების გამორთვისკენ მეტიის მერიამა მოუწოდა. აღსანიშნავია, რომ მესტიის მოსახლოება ელექტროენერგიის საფასურს არ იხდის.

„ზოგადად, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მთელ ქვეყანაში უწყვეტი და ხარისხიანი ელექტროენერგიის მიწოდება ხორციელდებოდეს 24 საათის განმავლობაში. ელექტროენერგიის მიწოდების პროცესი და “ენერგო-პრო ჯორჯია”, რომელიც ამას უზრუნველყოფს, გარკვეულ გამოწვევებს აწყდებიან მესტიაში. კერძოდ, ხშირია მაღალი მოხმარება და ხაზების გადატვირთვა, ამის გამო მომატებულია ავარიების რისკი; არადა მესტია არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ზამთრის კურორტი.

აქედან გამომდინარე იყო გაფრთხილება მოსახლეობის მიმართ. არის ასეთი პრობლემა – საყოფაცხოვრებო, არალეგალური მაინინგი, რომლითაც მოსახლეობის ნაწილი არის დაკავებული, რაც განაპირობებს ზედმეტ დაწოლას ხაზებზე. მესტია იმდენად კარგად ვითარდება ტურისტული თვალსააზრისით, რომ არ არის საჭირო მსგავსი საქმიანობა, რაც არალეგალურიც არის და ხაზებსაც აზიანებს. ვუერთდები მესტიის მუნიციპალიტეტის პათოსს. ეს არის პრობლემა და ეს პრობლემა გადაწყდება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g