LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურნავა: საქართველოს რკინიგზა ქვეყნის უმსხვილესი დამსაქმებელია, მის სისტემაში 12 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს

37
244458010-4457301591026132-7876374841925645088-n

ეკონომიკის მინისტრი რკინიგზელებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

„თითქმის საუკუნე-ნახევარია, რაც საქართველოში რკინიგზა ამოქმედდა – 1872 წელს 10 ოქტომბერს, თბილისიდან ფოთის მიმართულებით, პირველი მატარებელი დაიძრა. ამ დღიდან მოყოლებული, რკინიგზა უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო ფუნქციას ასრულებს როგორც  ჩვენი ქვეყნის რიგითი მოქალაქეებისთვის, ისე მთლიანად საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური სექტორის განვითარების თვალსაზრისით. აღსანიშნავია მისი, როგორც  რეგიონალური მასშტაბის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის უმნიშვნელოვანესი რგოლის როლი და ფუნქცია.

ამ წლების განმავლობაში, საქართველოს რკინიგზის სისტემაში დასაქმებული ადამიანები ერთგულად და კეთილსინდისიერად ემსახურებოდნენ და დღესაც ემსახურებით თქვენს საქმეს. ეს უდიდესი შრომა და პასუხისმგებლობაა, რომელსაც თქვენ, რკინიგზელები ღირსეულად ართმევთ თავს, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით.

კოვიდ-პანდემიის გამო არსებულმა რეალობამ, პრაქტიკულად, ყველა დარგის და პროფესიის ადამიანებს ახალი სირთულეები და გამოწვევები მოგვიტანა, მათ შორის, რა თქმა უნდა, არც რკინიგზაა გამონაკლისი. თუმცა, მოხარული ვარ, აღვნიშნო, რომ ამის მიუხედავად, რკინიგზის გადაზიდვებში  მატების ტენდენცია აღინიშნება. კერძოდ: 2021 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში საქართველოს რკინიგზით გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 8.0 მილიონი ტონა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.8%-ით მეტია (7.3 მილიონი ტონა). მატება აღინიშნება 2020 წლის პერიოდშიც – გასულ წელს საქართველოს რკინიგზით გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ 11.1 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 1.9%-ით მეტია (10.9 მილიონი ტონა).

ყოველივე ეს მეტყველებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საქმეში საქართველოს რკინიგზის როლის მნიშვნელობაზე.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ის ქვეყნის უმსხვილესი დამსაქმებელია, მის სისტემაში 12 000 – ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს. თითოეულ თქვენგანს კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს და კიდევ უფრო მეტ მიღწევებს და ახალ წარმატებებს გისურვებთ!“, – ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g