LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურნავა უცხოელ ინვესტორებზე: ინვესტორია „ენერგო პროც“, მაგრამ მოიკიდა კისერზე ჩვენი მიწა და გაიტანა ჩეხეთში?

85
ipiccy-image

თუ პრობლემა არის ის, რომ ეს არის უცხოელი და არა ქართველი ინვესტორი, ეს ენერგეტიკაში მიღებული პრაქტიკაა. მაგალითად, რიონის ხეობაში „ენერგო პროს“, ჩეხურ კომპანიას აქვს საკმაოდ მოცულობითი აქტივები – შაორი, გუმათი, რიონი თავისი წყალსაცავებით… მოიკიდა კისერზე ეს მიწა და გაიტანა ჩეხეთში, თუ საქართველოში 6500 კაცი დაასაქმა? – ამის შესახებ ნათია თურნავამ, პარლამენტში, ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით მოხსენებისას აღნიშნა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, მზად არიან შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც ინვესტორისთვის ცალკეული მიწის კანონიერად გადაცემის საკითხს შეისწავლის.

ცნობისთვის, რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავასა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს უსმენენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g