LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარების მიზნით, ღამის ხედვის სამძებრო-სამაშველო ვერტმფრენს, მანქანებს და მაშველებს უგზავნის

251
ირანის პრეზიდენტი

თურქეთი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარების მიზნით, ღამის ხედვის სამძებრო-სამაშველო ვერტმფრენს, მანქანებს და მაშველებს უგზავნის.

აზერბაიჯანი, სომხეთი რუსეთი და ერაყი კი ირანს ვერტმფრენის სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს.

„ირანმა მოითხოვა ღამის ხედვის სამძებრო-სამაშველო ვერტმფრენი თურქეთიდან. სტიქიების და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვანისა და ერზრუმის ფილიალების 32 მაშველი და ექვსი მანქანა მიემართება ტერიტორიისკენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობილია, რომ პრეზიდენტის კორტეჟში სულ 3 ვერტმფრენი იყო. მედიის ცნობით, დანარჩენ ორ ვერტმფრენში მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები იმყოფებოდნენ. ისინი დანიშნულების ადგილას უსაფრთხოდ ჩაფრინდნენ. ოფიციალური ინფორმაცია პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ ეტაპზე არ გავრცელებულა. მაშველებს ინციდენტის ადგილზე მისვლაში ძლიერი ნისლი და ცუდი ამინდი უშლით ხელს.

„უამინდობის გამო, მაშველებს ადგილზე მისვლა უჭირთ“ – ბოლო ცნობები ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენთან დაკავშირებულ ინციდენტზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები