LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთი მზად არის, მხარეების თანხმობის შემთხვევაში, რუსეთ-უკრაინას შორის შუამავლობა გასწიოს: ერდოღანი

50
1

თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანა მზად არის, რუსეთ-უკრაინას შორის არსებულ კრიზისში შუამავლის როლი შეასრულოს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ამისთვის საჭიროა კონფლიქტის მხარეების თანხმობა.

ამის შესახებ ერდოღანმა დღეს, ყატარიდან დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ დაძაბულობა არ გაიზრდება და რეგიონში სტაბილურობა შენარჩუნდება.

“ჩვენ მზად ვართ, მაქსიმალური მხარდაჭერა გავუწიოთ დიალოგის შესაძლებლობის შექმნას. მხარეების თანხმობით, ჩვენ შეგვიძლია მათ შევთავაზოთ ფასილიტაცია შუამავლობის ან სხვა სასურველი ფორმატის მხრივ. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოყმანის გარეშე, ყველაფერს გავაკეთებთ რეგიონის მშვიდობისათვის.” – აღნიშნა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რუსეთ-უკრაინას შორის კრიზისი კვლავ გამწვავდა.

აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო შეტევას 175 000 ჯარისკაცით გეგმავს.

ამასთან, მედიასაშუალებები ანონიმურ, აშშ-ის მაღალჩინოსან წყარეობზე დაყრდნობით წერენ, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, აშშ და ევროპა მკაცრი სანქციების დაწესებისთვის მზად არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g