სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ასადმა, თურქეთს „ტერორისტების გარანტი“ უწოდა და მათ მხარდაჭერაში დაადანაშაულა.
„ჩვენ არ მივიჩნევთ თურქეთს გარანტად და პარტნიორად სამშვიდობო პროცესში. ის ტერორისტების გარანტია,“ – განაცხადა ასადმა დიპლომატებთან შეხვედრისას, რომლის ტრანსლირებაც სირიის ტელევიზიამ განახორციელა.
ბაშარ ასადის თქმით, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯებ თაიპ ერდოღანი, იძულებული იყო, ასტანაში სამშვიდობო პროცესს შეერთებოდა, რადგან ტერორისტები მარცხს განიცდიან და ამ პროცესით თურქეთის მთავრობა „ბოევიკების“ დაცვას ცდილობს.