LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთიდან საბერძნეთისკენ მიმავალი ნავის გადაბრუნებას 15 მიგრანტი ემსხვერპლა, მათ შორის 5 ბავშვია

80

თურქეთიდან საბერძნეთისკენ მიმავალი ნავის გადაბრუნებას 15 მიგრანტის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ხუთი ბავშვია. შემთხვევა თურქეთის დასავლეთით, კუნძულ აგატონისთან მოხდა. BBC -ის ინფორმაციით, ეს მიმდინარე თვეში, საბერძნეთში მიმავალ დაღუპულ მიგრანტთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

არსებული ინფორმაციით, ნავზე 20-მდე ადამიანი იყო. დანარჩენების სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

გაეროს მონაცემებით, ბოლო ერთ წელიწადში 4 ათასამდე მიგრანტმა სცადა, ზღვის გავლით, საბერძნეთის კუნძულებამდე მიეღწია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g