6 თებერვალს თურქეთისა და სირიის საზღვარზე მომხდარ მიწისძვრას თურქი მსახიობი ემილ ატიჩი და მისი ქალიშვილი ემსხვერპლა.
ამის შესახებ თურქული მედია წერს.
თურქული სერიალების მოყვარულები მსახიობ ემელ ატიჩს სერიალ “ერთხელ ჩუქუროვადან“ იცნობენ.
დედა-შვილს ნათესავები და ახლობლები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ მათთან დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ.
სამძიმრის წერილს აქვეყნებს სერიალის ოფიციალური გვერდი:
“სამძიმარს ვუცხადებთ ჩვენი სერიალის ძვირფასი მსახიობის ემელ ატიჩისა და მისი საყვარელი ქალიშვილის ოჯახსა და ახლობლებს, ასევე მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ყველა ჩვენს მოქალაქეს”. – ვკითულობთ სერიალის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სამძიმრის წერილს აქვეყნებს სოციალურ ქსელში ბეიქოზის უნივერსიტეტის ოფიციალური გვერდი.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი უნივერსიტეტის სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტის მართვის პროგრამის კურსდამთავრებულის ჰანდე პურიან ატიჩისა და მისი დედის, ემელ ატიჩის, გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და გულშემატკივრებს…“
6 თებერვალს მიწისძვრის შედეგად თურქეთში გარდაცვლილთა რიცხვმა 20 ათასს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ფაჰრეთინ ქოჯა ავრცელებს.
ქოჯას თქმით, 10 თებერვლის საღამოსთვის გარდაცვლილთა რაოდენობა 20 213 ადამიანს შეადგენს. დაშავებულთა რაოდენობამ 80 ათასს გადააჭარბა.
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 24 ათასს უახლოვდება.