საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა, ქალაქ ბათუმში, ფიზიკურ პირზე ყალბი ფული – 3 000 აშშ დოლარი გაასაღა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 30 ცალი 100-დოლარიანი ყალბი კუპიურა.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.