თურქეთის პოლიციამ თვითმკვლელი ტერორისტი გაანადგურა, რომელიც ქალაქ მერსინში მდებარე თურქეთის ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის განყოფილებაზე თავდასხმას გეგმავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო DHA ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ტერორისტს შაჰიდის ქამარი ჰქონდა. ის MIT-ის შენობაში შეჭრას ცდილობდა, თუმცა პოლიციელებმა მას ცეცხლი გაუხსნეს და ადგილზე მოკლეს.
ქალაქ მერსინის პროკურორის, მუსტაფა ერჯანის, განცხადებით, ლიკვიდირებული ტერორისტი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი იყო.