LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

66

თურქეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმსა და მინისტრთა კაბინეტს ნდობა გამოუცხადა. მთავრობის მეთაურის სასარგებლოდ 315 დეპუტატმა მისცა ხმა, წინააღმდეგი კი პარლამენტის 138 წევრი აღმოჩნდა.

ბინალი ილდირიმი თურქეთის მმართველი პარტიის თანადამფუძნებელია. ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრად მას შემდეგ დაასახელეს, რაც მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ლიდერად აირჩიეს.

ილდირიმმა მთავრობის მეთაურის პოსტზე აჰმეთ დავუთოღლუ ჩაანაცვლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g