თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 37 000-ს გადააჭარბა.
თურქეთის სტიქიური უბედურების ლიკვიდაციის სამმართველოს მონაცემებით, ქვეყანაში 31 700-მდე ადამიანი დაიღუპა.
სირიაში მსხვერპლის სტატისტიკას გაერო აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც სტიქიამ იქ 6 000-მდე მოქალაქე იმსხვერპლა.
სამაშველო ოპერაციები გრძელდება და მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების პოვნას ცდილობენ.