„აღმოსავლეთ თურქეთში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა“ – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მიწისძვრა დილით 10:46 საათზე დაფიქსირდა.
თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მისი ეპიცენტრი ქალაქ მალათიიდან 40 კილომეტრში მდებარე კალეს რაიონი იყო.
მიწისქვეშა ბიძგები ასევე იგრძნობოდა სირიის რამდენიმე პროვინციაში.
თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურში აღნიშნავენ, რომ მათი სამაშველო ჯგუფები მზადყოფნაშია.
ამ დროისთვის ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.