LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

204
BeFunky-collage - 2023-02-19T003426.957

თურქეთში კაჰრამანმარაში კიდევ ერთი, 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბიძგები ბევრ ქალაქში იგრძნობოდა.

ექსპერტები მოსახლეობას შემდგომი შესაძლო ბიძგების შესახებ აფრთხილებენ და ხაზს უსვამენ, რომ ავარიულ შენობებში შესვლა კვლავ სახიფათოა.

მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია.

5 თებერვალს ღამით სამხრე-აღმოსავლეთ თურქეთსა და ჩრდილო-დასავლეთ სირიაში 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. დაზარალებულ ქალაქებში ათასობით მაცხოვრებელი დარჩა უსახლკაროდ, დაინგრა ათასობით შენობა, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები და მრავალბინიანი სახლები.

თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 45 ათასს გადააჭარბა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები