მასშტაბური ავარიის შედეგად თურქეთში 16 ადამიანი დაიღუპა, შემთხვევა ქალაქ გაზიანთეფში მოხდა.
თურქული მედიის ინფორმაციით, გაზენტეპ-ნიზიპის გზაზე ავტობუსი მაშველების, სასწრაფო დახმარების მანქანას და საინფორმაციო სააგენტო „იჰლასის“ მანქანას დაეჯახა.
დაღუპულებს შორისაა 3 მაშველი, 2 მედპერსონალი და მედიის 2 წარმომადგენელი.
 
				 
															
 
															 
 
 
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
 