LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

119
645x344-turkey-detains-12-daesh-suspects-wanted-by-interpol-1546451566787

თურქეთში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით 10 უცხოელი დააკავეს, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა Daily Sabah ავრცელებს.  არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს კონტაქტები ჰქონდათ „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებთან სირიაში.

გამოცემის ინფორმაციით, სპეცოპერაცია იზმირში ჩატარდა. თურქული მედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქესთან ერთად დაკავებულია სირიის რესპუბლიკის ცხრა მოქალაქე.

ჩხრეკის შედეგად ამოღებულია არალიცენზირებული იარაღი, ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკა, ნაღდი ფული და სხვა დოკუმენტები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები