LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა

91
pigeons-fly-over-the-taksim-square-during-a-nation-wide-weekend-curfew-which-was-imposed-to-prevent-the-spread-of-the-coronavirus-disease-in-istanbul-turkey-december-5-2020.-reuters

თურქეთში, კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევები გამოვლინდა.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, ფარჰეთინ კოჩას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამი 15 ადამიანს დაუდასტურდა, რომლებიც ქვეყანაში ბრიტანეთიდან ჩავიდნენ და საკარანტინე სივრცეებში იმყოფებოდნენ.

ქვეყნის ხელისუფლებამ ბრიტანეთიდან მგზავრების მიღება დროებით შეწყვიტა და ამ გზით შემოსული 4 600-ზე მეტი მგზავრი კარანტინს დაექვემდებარა. ასევე, გასულ კვირას დაწესდა რეგულაცია, რომელის მიხედვითაც ყველა საერთაშორისო ვიზიტორი ვალდებულია, თურქეთში შემოსასვლელად, PCR ტესტის უარყოფითი პასუხი წარადგინოს.

დეკემბრის დასაწყისში დაწესებული რეგულაციების მიუხედავად, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, თურქეთს მსოფლიოში ინფიცირების ერთ-ერთი ყველაზე გაუარესებული მაჩვენებელი აქვს. მართალია, ბოლო 7 დღის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების კლება შეინიშნება, თუმცა, ოპოზიცია ხელისუფლების მიერ პანდემიის მართვის სტრატეგიას აკრიტიკებს და  სტატისტიკის განზრახ შემცირებაში ადანაშაულებს.

ამ დროისათვის, თურქეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 21 000-ს აჭარბებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g