თურქეთში, მალათიის პროვინციაში 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მისივე ცნობით, მიწისძვრა იგრძნობოდა ახლომდებარე პროვინციებში, მათ შორის კაჰრამანმარაში, ადიამანში, შანლიურფასა და გაზიანთეპში.
გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის შემდეგ ხალხი ქუჩაში გამოვიდა.
მალათიის გუბერნატორის თქმით, დაინგრა მიტოვებული შენობა, რომელიც 6 თებერვლის ძლიერი მიწისძვრის დროს დაზიანდა.
პანიკაში ჩავარდნილი ერთ-ერთი ადამიანი აივნიდან გადახტა.
საგულისხმოა, რომ მსხვერპლის, ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.