LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა – დაშავდა 29 ადამიანი, ჩამოინგრა 16 შენობა

125
მიწისძვრა თურქეთში

BBC-ის ცნობით, თურქეთში, ბალიქესირის პროვინციაში 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ 81 წლის ქალი ქალაქ სინდირგიში ნანგრევებიდან ამოყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა.

მინისტრის თქმით, მიწისძვრის შედეგად 16 შენობა ჩამოინგრა და 29 ადამიანი დაშავდა.

ამ დროისთვის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია. მინისტრი ამბობს, რომ სერიოზული ზარალის ან მსხვერპლის სხვა ნიშნები არ დაფიქსირებულა.

განცხადება გაავრცელა პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. მან დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.

ფოტო: Berkan Cetin/Anadolu

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g