LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა, დაღუპულია 12 ადამიანი

494
Turqi

თურქეთის პროვინცია იოზგატში სამგზავრო ავტობუსის ავარიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.

თურქული მედიის ინფორმაციით, იოზგატის პროვინციის სორგუნის რაიონში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ 19 ადამიანი. დაშავებულები სორგუნის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თურქეთის იუსტიციის მინისტრის, ილმაზ ტუნჩის განცხადებით, ავარიის მიზეზების დასადგენად გამოძიება დაწყებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები