თურქეთში პოლიციის მკვლელობის გამო საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს. ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, შემთხვევა მარმარისში მოხდა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაკავებულები ავტომობილის გაძარცვას ცდილობდნენ, პოლიციელმა კი მათი შეჩერება სცადა, რა დროსაც ბოროტმოქმედებმა მას სასიკვდილო ჭრილობები ყელისა და მუცლის არეში მიაყენეს. პოლიციელი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა
ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, თურქეთში საქართველოს კონსული მარმარისში შემთხვევის ადგილზე მიემგზავრება.
