LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში საქართველოს საელჩოში შევიდა შეტყობინება, რომ სტიქიის ზონაში, ნანგრევებში შესაძლოა, საქართველოს მოქალაქე იყოს მოყოლილი

184
საგარეო უწყება

თურქეთში საქართველოს საელჩოში შევიდა შეტყობინება, რომ სტიქიის ზონაში, ნანგრევებში შესაძლოა, საქართველოს მოქალაქე იყოს მოყოლილი, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ინფორმაცია მიეწოდა შესაბამის უწყებებს და თურქეთის მხარის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რასაც ართულებს დანგრეული შენობის დიდი მოცულობა.

„თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ რომ სტიქიის ზონაში, ქ. გაზიანთეფში, ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში შესაძლოა მოყოლილი იყოს საქართველოს მოქალაქე.

საელჩომ აღნიშნული ინფორმაცია და მოქალაქის მონაცემები დაუყოვნებლივ მიაწოდა თურქეთის შესაბამის უწყებებს.

თურქეთის მხარის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რასაც ართულებს დანგრეული შენობის დიდი მოცულობა.

საელჩო მუდმივ რეჟიმში ხაზზეა თურქეთის სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებთან, საქართველოს მოქალაქის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით“,  აღნიშნულია ინფორმაციაში.

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5 400-ს გადააჭარბა

თურქეთში კიდევ ერთი, 5.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ვიდეო: სირიაში ნანგრევებში მოყოლილმა ქალმა იმშობიარა – მაშველებმა ჩვილი გადაარჩინეს, დედა დაიღუპა

უკრაინა თურქეთში ჰუმანიტარულ დახმარებას გაგზავნის – განკარგულებას ხელს ვოლოდიმირ ზელენსკი აწერს