LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში კიდევ ერთი, 5.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

223
თურქეთი მიწისძვრა

თურქეთის ცენტრალურ ნაწილში კიდევ ერთი, ძლიერი მიწისძვრა მოხდა. როგორც აშშ-ის გეოლოგიური სამსახური იტყობინება, მიწისძვრის სიმძლავრე 5.5 მაგნიტუდას შეადგენდა, ეპიცენტრი კი ქალაქ გოლბასის მახლობლად იყო.

ცნობისათვის, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ორშაბათს, გამთენიისას მომხდარი 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას, თურქეთსა და სირიაში, სულ მცირე 4,372 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თურქეთის ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია 2 921 ადამიანი, სულ მცირე 15 834 კი დაშავდა. რაც შეეხება სირიას, დაღუპულია 1 451 ადამიანი, 3 531 კი დაშავდა.

შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახური აცხადებს, რომ ორშაბათს დილით მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, სულ მცირე 100 მიმყოლი ბიძგი აღირიცხა, რომელიც 4.0 ან მეტი მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.

საძიებო სამაშველო სამუშაოებს უამინდობა ართულებს, აღნიშნულის გამო სამუშაოებში ვერ მოხერხდა ვერტმფრენების ჩართვა.