LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში შენობების უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის კუთხით არსებული შეკითხვების საქმეზე 12 ადამიანი დააკავეს

145
BeFunky-collage - 2023-02-11T224937.088

თურქეთში შენობების უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის კუთხით არსებული შეკითხვების საქმეზე 12 ადამიანი დააკავეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაკავებულებს შორის არიან კონტრაქტორებიც.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის პოლიციამ ერთ-ერთი სამშენებლო კომპლექსის კონტრაქტორი სტამბოლის აეროპორტში დააკავა.

ცნობილია, რომ თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრების შედეგად, დაახლოებით 6 ათასი შენობა დაინგრა, მათ შორის რამდენიმე ახალი სტანდარტებით იყო აშენებული.

მშენებლობის ხარისხთან დაკავშირებით ქვეყანაში რამდენიმე გამოძიება უკვე დაწყებულია.

შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25 000-მდე გაიზარდა.

ატლანტის ოკეანეში მიწისძვრა დაფიქსირდა

128 საათის შემდეგ მაშველებმა ნანგრევებიდან 2 თვის ბავშვი ცოცხალი გამოიყვანეს – პატარას მაშველები და სამედიცინო პერსონალი ოვაციებით შეხვდა

მიწისძვრიდან 121 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან 70 წლის ქალი გამოიყვანეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები