LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში ტურისტული ავტობუსისა და ევაკუატორის შეჯახებას 11 ადამიანი ემსხვერპლა, 27 დაშავდა

330
afp_d2wa8zq-60817

ავარია თურქეთში – დასავლეთ თურქეთის მანისას პროვინციის ახისარის რაიონში ტურისტული ავტობუსი და ევაკუატორი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევა ავტომაგისტრალზე მოხდა.

ავარიის შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა, 27 კი დაშავდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, მანისას გუბერნატორის ოფისი აცხადებს, რომ ავტობუსი ბურსადან იზმირის მიმართულებით მიდიოდა.

ადგილზე სამედიცინო და სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათგან ორის მდგრომარეობა მძიმეა.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მუსტაფა ჩიფჩიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შესაბამის უწყებებთან ერთად ყურადღებით აკვირდება საპასუხო ზომების გადატარების მიმდინარეობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები