LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთში ტყის ხანძრებს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

96
Forest Fire

თურქეთში ტყის ხანძრების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა.

მანავგათის რაიონში ჰოსპიტალიზებულია კიდევ ორი ადამიანი. მანავგათში დაშავებულია 275-ზე მეტი ადამიანი.

ამჟამად ხანძრის 98 კერიდან 88 კონტროლქვეშაა.

რთული მდგომარეობა რჩება ანტალიის, მერსინის, ადანის და მუღლას პროვინციებში. ახალი კერების გაჩენის თავიდან ასაცილებლად, სტამბოლის პროვინციის გუბერნატორმა 31 აგვისტომდე ტყეში შესვლა აკრძალა.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ცეცხლის განზრახ გაჩენას და საბოტაჟს არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ მიმდინარეობს გამოძიება.

თურქეთის დასახმარებლდ სახანძრო თვითმფრინავები გაგზავნა რუსეთმა, უკრაინამ და აზერბაიჯანმა. დახმარების მზადყოფნა გამოთქვა საბერძნეთმაც

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები