LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქმენეთში მარიამ ქვრივიშვილის ვიზიტი დაიწყო

109
მარიამ ქვრივიშვილი

თურქმენეთში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის  ვიზიტი დაიწყო.

საქართველოს დელეგაციას აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრის მოადგილე ქერიმბერდი კურბანოვი დახვდა.

ვიზიტის ფარგლებში, მარიამ ქვრივიშვილს დაგეგმილი აქვს უმაღლესი დონის შეხვედრები თურქმენეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, თანათავმჯდომარის რანგში, საქართველო-თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეხუთე სხდომას წარუძღვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g