LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუშეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

205

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ 12-კმ72 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აღნიშნული გზის კმ 1-11 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

„უსაფრთხოების მიზნით, თუშეთის მიმართულებით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შემოდგომაზე, მეტეორეოლოგიური პირობების შესაბამისად იკეტება და გაზაფხულზე იხსნება“, – ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g