LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუშეთის მიმართულებით ფრენები გაგრძელდება

307
352734bdbc8542ceba70005b06ebd150

თუშეთის მიმართულებით ვერტმფრენებით ფრენები გაგრძელდება – როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, შესაბამისი ნებართვა შინაგან საქმეთა სამინისტროს დღეს უნდა მისცენ.

„მოგეხსენებათ, რომ ამას აქვს ძალზედ მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვა, განსაკუთრებით ზამთრის პირობებში“, – აღნიშნა გახარიამ. მისი თქმით, ფრენების განახლება მაღალმთიან სოფელში მცხოვრებ მოქალაქეებს გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს.

„ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც მაღალმთიან სოფლებში ცხოვრობენ, განსაკუთრებით თუშეთში, მათთვის უნდა იყოს უზრუნველყოფილი გადაადგილების შესაბამისი შესაძლებლობა და ამას უკვე მერამდენე წელია მთავრობის დახმარებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს და ეს პროგრამა გაგრძელდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g