LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუშეთში ფრენები უკვე დაიწყო

246

ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, თუშეთში ავიარეისების განხორციელება უკვე დაიწყო და გასულ კვირას პირველი რეისიც შესრულდა.

ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსს” ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ვაჟა ნასყიდაშვილმა განუცხადა და დასძინა, რომ სოფელ ომალოში ფრენები წელსაც კვირაში ერთხელ განხორციელდება.

როგორც ნასყიდაშვილი ამბობს, მუნიციპალიტეტი მაქსიმალურად ცდილობს, მთაში დარჩენილ ადამიანებს დაეხმაროს და ხელი შეუწყოს, რომ მათ შეძლონ კომუნიკაცია და შესაბამასი მომსახურეობის მიღება.

შეგახსენებთ, თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა ყოველწლიურად ოქტომბრის შუა რიცხვებში იკეტება და მაისის ბოლომდე მოქალაქეები მანქანით გადაადგილებას ვერ ახერხებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g