LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუშეთში სამთო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე მუშაობენ

353

თუშეთში ზამთრის პერიოდის საექსპედიციო კვლევები და საველე სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც სამთო ექსპერტებისგან  დაკომპლექტებული და სპეციალური თოვლმავალი ტექნიკით  აღჭურვილი ჯგუფი ახორციელებს.

ჯგუფის შემადგენლობაში არიან ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის, ააიპ „თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის“, ,,სტუდია 21“-ის, მათი პარტნიორი ,,გეოგრაფიკის“ წარმომადგენლები, ასევე სამთო-სათხილამურო კურორტებისა და ტრასების  დაგეგმარების  სპეციალისტ-ექსპერტები.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში თუშეთის ტერიტორიაზე ექსპედიცია განახორციელებს  ზამთრის პერიოდის საექსპედიციო კვლევების ჩატარებას, რომელიც  თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე და ამ ტერიტორიის მიწათსარგებლობის არსებული რეგლამენტის ადეკვატური, ზამთრის ტურიზმის შესაძლებლობების გამოვლენასა და შესაბამისი სამთო ინფრასტრუქტურის დაგეგმვას გულისხმობს.

სპეციალისტები 1 კვირის განმავლობაში ჩაატარებენ საველე სამუშაოებს თუშეთის ტერიტორიაზე. საბაზო წერტილად სოფელი ომალოს გამოიყენებენ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ახმეტის მუნიციპალიტეტის და თუშეთის დასახლებების სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის  შემუშავების მიზნით,საპროექტო მომსახურების მომწოდებლის შერჩევაზე კონკურსი 2016 წელს გამოაცხადა.

კონკურსში გამარჯვებულადგამოვლინდა შპს ,,სტუდია 21,“ რომელიც ახორციელებს კვლევას ახმეტის მუნიციპალიტეტის და თუშეთის დასახლებების (ომალო, დართლო,  ფარსმა, გირევი, დოჭუ, ჯვარბოსელი, შენაქო, დიკლო, ინდურთა, ეთელთა, ზემო ალვანი და ქვემო ალვანი)  სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის  შესამუშავებლად.

magti 5g