LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუშეთში, წოვათის ხეობაში ხანძრის ქრობის სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო

159
ხანძარი

თუშეთში, წოვათის ხეობაში, ალპურ ზონაში ბალახი იწვის, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა გახდა საჭირო.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, თუშეთში, წოვათის ხეობაში, ალპურ ზონაში იწვის ბალახი.

ვინაიდან, ხანძარი მძიმე ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზეა, საჭირო გახდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა, რომელმაც მეხანძრე-მაშველების ხანძრის გავრცელების ადგილზე გადაყვანა, რამდენიმე ეტაპად განახორციელა.

ამ წუთებში, აქტიურად მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები, ყველა შესაბამისი სპეც-აღჭურვილობის საშუალებით.

დასახლებულ პუნქტთან ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g