„ფორტუნა პლუსზე“ მომღერლის, სასცენო სახელით – Tussi Ko დებიუტი შედგა.
როდის დაიწყო შენი მუსიკისადმი დაინტერესება?
პატარა ასაკიდან მიყვარდა სიმღერა. ჩემმა მშობლებმა ეს შენიშნეს და შემიყვანეს ნატო მეტონიძესთან. იქიდან დაიწყო, ჩემი მუსიკალური ცხოვრების ისტორია. მას შემდეგ, დღემდე ვცდილობ მაქსიმალურად, რომ დავიხვეწო. ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ მეცადა თავი ამ სფეროში, მაგრამ არასდროს არ ვარ კმაყოფილი იმ შედეგით, რასაც ვდებ. არასდროს ამისთვის მზად არ ვიყავი და როცა მივხვდი, რომ ასე ვერასდროს ვიქნებოდი მზად და საიდანღაც უნდა დამეწყო, დავთანხმდი შემოთავაზებას და გადავდგი ეს ნაბიჯი.

მოგვიყევი სიმღერის – Lost in the 45s შესახებ…
Lost in the 45s ჩემი სადებიუტო სიმღერაა. სიმღერის ავტორია, ეკატერინე გურამიშვილი (EkaG). სწორედ მან მთხოვა მემღერა ეს სიმღერა. მისი სიყვარული და ემოცია ჩანს ამ სიმღერაში იმ დროის მუსიკის მიმართ, რომელიც იქმნებოდა 60, 70-იან და 80-იან წლებში. ჩვენი თანხვედრა მოხდა, რადგან ვფიქრობ, იმ დროის მუსიკა დღემდე პოპულარულია და ასაკის მიუხედავად მეც ძალიან დიდი სიყვარული მაკავშირებს იმდროინდელ ჟღერადობასთან.
რომელმა არტისტებმა მოახდინეს შენზე გავლენა?
მაიკლ ჯექსონია ჩემი საყვარელი მომღერალი. ბავშვობიდან ჩემი ინსპირაციაა. მართალია, ის „პოპის მეფედ“ იწოდება, თუმცა ჯერჯერობით პოპს არ შევხებივარ.

თავად თუ ქმნი მუსიკას?
აქამდე არ მიცდია, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა სამომავლოდ ვცადო კიდეც.
სიმღერის კლიპის გადაღებას ხომ არ გეგმავთ?
ვფიქრობთ და გვინდა. ვთვლი, როცა როცა მუსიკას უსმენ მომხიბვლელია მისი ვიზუალური მხარეც.
სამომავლო გეგმებზეც გვითხარი…
ამჟამად, ვმუშაობ ახალ სიმღერებზე, სხვადასხვა ჟანრსაც ვამუშავებ და ვფიქრობ ალბომის გამოშვებაზეც.