LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვალი გადავავლოთ 2016 წლის საუკეთესო ფილმებს

333

გამოცემა Entertainment Weekly 2016 წლის საუკეთესო ფილმების სიას აქვეყნებს. ამ რეიტინგში თქვენ შეხვდებით ყველა ჟანრის ფილმს, რომელიც უდაოდ იპოვის ადგილს თქვენი საყვარელი ფილმების არქივში. აქაა ფანტასტიკური ჟანრის კინოსურათები, მელოდრამები, კომედიები, სათავგადასავლო ფილმები და მრავალი სხვა.

ექიმი სთრეინჯი 

ბენედიქტ კამბერბეტჩის მონაწილეობით გადაღებული ფანტასტიკური ჟანრის ფილმი ექიმ სთრეინჯზე მოგვითხრობს, რომელიც ტიბეტის მთებში მიემგზავრება მისტიკური არსების საპოვნელად. ისტორია წარმატებულ ქირურგზე, რომელიც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ რადიკალურად განსხვავებული ადამიანი ხდება.

წინაღობანი

დენზელ ვაშინგტონის სარეჟისორი ნამუშევარი ვიოლა დევისის მონაწილეობით. ფილმში მოვლენები 50-აინი წლების ამერიკაში ვითარდება, სადაც აფროამერიკელი მამაკაცი ცდილობს რასიზმს გაუმკლავდეს.

დაპატიჟება

ფილმი საშინელებათა ჟანრის მოყვარულებს დააინტერესებს. ფილმის მთავარი გმირი ფიქრობს, რომ მისი ყოფილი ცოლი და ცოლის ახალი ქმარი ცუდ გავლენას ახდენენ სტუმრებზე.

ტონი ერდმანი

ეს ფილმი წელს გერმანიის სახელით ოსკარზეა წარდგენილი საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში. ესა არის დრამა მამისა და შვილის ურთიერთობაზე.

 ის ქალი

პოლ ვერხოვენის ეს დრამა პარიზელი ქალბატონის ისტორიას გვიყვება, რომლის ცხოვრებაც რადიკალურად იცვლება ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ. ქალბატონი, რომელსაც საკუთარ სახლში გააუპატიურებენ, ცდილობს ყველა მამაკაცზე იძიოს შური.

 ამერიკული თაფლი

ესაა ახალგაზრდა გოგონას ისტორია, რომელიც მოგზაურობისას ცუდი საზოგადოების გავლენის ქვეშ ექცევა.

ჯეკი

პაპლო ლარაინის ბიოგრაფიული ფილმი ჯეკი კენედის ცხოვრების ყველაზე საინტერესო წლებზე. ამერიკის პირველ ლედის ფილმში ნატალი პორტმანი განასახიერებს.

მე-20 საუკუნის ქალები

ეს ფილმი თითქოს სპეციალურად შექმნეს ოსკარებისთვის. ანეტ ბენინგის მონაწილეობით გადაღებული კინოსურათი 70-იანი წლების ისტორიას გვიყვება. სექსუალური რევოლუცია, ნარკოტიკები და თავისუფლებისკენ სწრაფვა ფილმის მთავარი თემაა.

მოანა 

ეს ანიმაციური ფილმი უშიშარი გოგონას, მოანას შესახებ გვიყვება. ეს უკანასკნელი ადგილობრივი ტომის ბელადის შვილია, რომელიც საშიშ საზღვაო მოგზურობაში მიემგზავრება.

ფeიერვერკი ოთხშაბათს 

ირანული ფილმი, რომელიც ახალგაზრდა გოგონას შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ქორწილისთვის ემზადება.  გოგონამ არც კი იცის რა ელოდება სახლში, სადაც ის მოსამსახურედ მუშაობს.

კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი 

ესაა სამეცნიერო ჟანრის მძაფრსიუჟეტიანი თრილერი. შურისმაძიებლები საერთაშორისო მასშტაბის დამანგრეველი ინციდენტის მონაწილეები გახდებიან. ამის შემდეგ სახელმწიფო იწყებს ყველა იმ ადამიანის გაკონტროლებას, ვისაც ზებუნებრივი შესაძლებლობები გააჩნია.

სიმღერის ქუჩა

ფილმი 80-იანი წლების ეკონომიკურ კრიზისზეა, რომელიც კონორების ოჯახზე აისახება. ახალგაზრდა ბიჭი კერძო სკოლიდან სახელმწიფო სასწავლებელში გადაჰყავთ, სადაც მას ახალი გამოწვევები ელის.

ვაინერი

ფილმი პოლიტიკოს ენტონი ვაინერზე და 2013 წლის ნიუ-იორკის მერის არჩევნებზე.

სპეციალური გამოშვება

ფილმი ზებუნებრივი ნიჭით დაჯილდოებულ ბიჭზე გვიყვება. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, მამა-შვილი გაქცევას გადაწყვეტენ მას შემდეგ, რაც მამა აღმოაჩენს, რომ მის შვილს განსაკუთრებული უნარები აქვს.

მოსამსახურე

ახალგაზრდა მოდელი წარმატებულ ქალბატონთან იწყებს მოსამსახურედ მუშაობას. მისი მიზანი მეპატრონის გაკოტრებაა.

ყველაფრის ფასად

კრის პაინი და ბენ ფოსტერი ფილმში ძმებს განასახიერებენ. ძმები გადაწყვეტენ შეიმუშაონ სქემა, როგორ დაიხსნან ფერმა დასავლეთ ტეხასში.

ლობსტერი

ესა არის ფილმი მარტოხელა ადამიანებზე, რომლებსაც საშინელ სასტუმროში გზავნიან. ისინი ვალდებულნი არიან 45 დღეში იპოვონ სიყვარული, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ცხოველად აქცევენ და ტყეში უშვებენ.

მანჩესტერი ზღვასთან

ფილმი სანტექნიკოსის შესახებ გვიყვება, რომელიც ძმის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, ძმისშვილის მეურვე ხდება.

მთვარის შუქი

ფილმი აფროამერიკელი მამაკაცის ცხოვრების ისტორიას გვიყვება. ის 3 ეტაპად ასახავს მთავარი გმირის ცხოვრებას. ბრძოლას გადარჩენისთვის, არატრადიციული ორიენტაციისთვის დამახასიათებელ სირთულეებს და საკუთარი თავის ძიებას.

ლალა ლენდი

ჯაზ პიანისტისა და მსახიობი ქლის სიყვარულის ისტორია. რაიან გოსლინგისა და ემა სთოუნის ფანტასტიკური დუეტი ფილმის შემქმნელებს უდაოდ  მოუტანს ოსკარს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები