საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სვანეთში გადაღებულ ოფიციალურ ვიდეორგოლს ავრცელებს და სათხილამურო სპორტის მოყვარულებს ჰაწვალისა და თეთნულდის მონახულებას ურჩევს.
ვიდეორგოლი 1:40 წუთს გრძელდება და მასში ნაჩვენებია დათოვლილი სვანეთის თვალისმომჭრელი კადრები.
