დიპლომატები, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ ძალადობის ფაქტებს ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ყველაფერს ყურადღებით აკვირდებიან.
“კამპანიის მიმდინარეობისას დადებითად შევაფასებდი იმას, რომ პარტიებმა წარადგინეს პროგრამები, სადაც საკმაოდ ცხადადაა მოცემული მათი ხედვები, ამბიციები და რა პოზიციები აქვთ სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში. ჩემი აზრით, ეს ძალიან გამოსადეგია და მჯერა, რომ ასახავს ახალ საარჩევნო სისტემას, სადაც ამომრჩევლებს უფრო ფართო არჩევანი აქვთ”, – ამბობს ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.
საარჩევნო კამპანიისას გამოვლენილი დარღვევები: ვინ რას არღვევდა
ვინ დაარღვია ყველაზე მეტჯერ?!
რაც შეეხება ძალადობის ფაქტებს, ჰარცელმა ამისთვის განსაკუთრებული მადლობა მედიას გადაუხადა.
“რაც შეეხება ცნობებს ძალადობისა და ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენებაზე, ამ ყველაფერს მჭიდროდ ვადევნებთ თვალ-ყურს. მადლობას ვუხდი მედიას და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს იმისთვის, რომ ისინი ამ ყველაფერზე საზოგადოებას აწვდიან ინფორმაციას. გაშუქება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ამას სანდო გაგრძელება, რეაგირება მოჰყვეს და გამოძიებები აღიძრას ყველა იმ შემთხვევაზე, რაც მოხდა.
ამაში დიდი როლი უნდა ითამაშონ პარტიებმაც და მოუწოდონ თავიანთ მომხრეებს, დაიცვან უმაღლესი ეთიკური სტანდარტები, ამასთანავე, გააგებინონ ყველას, თუ რა არის დასაშვები და რა – არა, რომ თავიდან აცილებული იქნას მზარდად ნეგატიური სპირალი მომდევნო კვირების განმავლობაში”, – ამბობს ელჩი.