ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შაკირა და ჟერარ პიკე 12 წლიანი ურთიერთობის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. ამის მიზეზად კი ესპანური გამოცემა, El Periodico ფეხბურთელის ღალატს ასახელებს.
შაკირა და ჟერარ პიკე დაშორდნენ – ფეხბურთელმა ცოლს უღალატა
აღნიშნული სიახლის შემდეგ, გულშემატკივრები წყვილის სოციალურ ქსელს ესტუმრნენ, გაირკვა, რომ შაკირამ მეუღლესთან ერთად ბოლოს გადაღებული ფოტო „ვალენტინობის“ დღეს გაავრცელა, რაც შეეხება პიკეს, ფეხბურთელმა საყვარელ ქალთან ერთობლივი ფოტო 48 კვირის წინ გამოაქვეყნა. ამიტომ, ტაბლოიდები ვარაუდობენ, რომ წყვილი უკვე ერთად დიდი ხანია აღარ არის.
ცნობისთვის, პიკე ღამის კლუბებში არაერთხელ გადაიღეს მეგობართან და კოლეგასთან რიკი პუჩთან, ისინი ქალბატონების გარემოცვაში ატარებდნენ დროს.