ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ თუკი კოლუმბიელი მომღერალი, შაკირა დავალიანებას არ გადაიხდის, მას პატიმრობა ემუქრება. საქმე ისაა, რომ არტისტს 2012, 2013 და 2014 წლებში ესპანური საგადასახადო სამსახურისთვის საშემოსავლო არ გადაუხდია.
თუკი შაკირა 13 მილიონ ფუნტს არ გადაიხდის, მას პატიმრობა ემუქრება
თუმცა, როგორც ჩანს, ეს საკითხი მომღერალს არ აღელვებს. ის სამართალდამცავებს საკუთარი იახტით, რომლის ღირებულებაც 13 მილიონ დოლარს შეადგენს კოსტა-ბრავას სანაპიროზე „გაექცა“.
44 წლის ვარსკვლავი მეუღლესთან, ჟერარ პიკესთან და ორ ვაჟთან ერთად ისვენებს. შაკირა პაპარაცებმა მაშინ გადაიღეს, როდესაც გემბანზე, მწვანე ორეულში გამოწყობილი შვილს ეხუტებოდა.
გაბანკროტებულმა შაკირამ ყველა თავისი სიმღერა გაყიდა