LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვის ბოლოს შეიძლება ახალ შემთხვევათა რიცხვი სერიოზულად გავანახევროთ: გამყრელიძე რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობაზე საუბრობს

102
amiranagamyrelidze

„თუ ყველა შევასრულებთ იმ რეკომენდაციებს, რაც დღეს დადგენილია ამ სამი კვირის განმავლობაში, განსაკუთრებით, პირბადის ტარების მაჩვენებელი, რომელიც, უკვე, ცოტა ზემოთ აგვეწია –  55-დან-65%-ზე და ავიყვანთ მაქსიმუმზე, რომელიც არის 95 %, ამ თვის ბოლოს ჩვენ შეიძლება ახალ შემთხვევათა რიცხვი მართლაც სერიოზულად გავანახევროთ”, – ასეთ პროგნოზზე საუბრობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, შესაძლებელია სერიოზული ტენდენცია შეიქმნას ქვეყანაში ვირუსის ქვესვლის, ხოლო აპრილის თვეში დღიური მაჩვენებელი ჩამოვიდეს დაახლოებით 200-ის ფარგლებში.

მან კიდევ ერთხელ მიმართა მოსახლეობას, რომ ისარგებლონ შეთავაზებით სწრაფ ტესტირებაზე:

“200-ზე მეტ ადგილზე ხელმისაწვდომია ანტიგენტესტირება. ყველა სტაციონარიზირებული ავადმყოფისთვის და თან ეს არის უფასო. სიმპტომიან პაციენტებს შეუძლიათ მიმართონ როგორც ექიმის დანიშნულებით, ასევე ექიმის დანიშნულების გარეშე, მივიდნენ თვითდინებით, რომ მათ აქვთ სიმპტომები და უნდა ჩაუტარდეთ ტესტირება. ეს არის უფასო, რომელსაც აფინანსებს სახელმწიფო”, – განაცხადა გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g